1. საკონსულტაციო კომიტეტის მიწვევის ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. კომიტეტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 12 თვის განმავლობაში. შემდგომში, კომიტეტის სხდომები უნდა ჩატარდეს არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ასევე ნებისმიერ დროს კომიტეტის მოწვევის მოთხოვნისთანავე, რომელსაც მხარს უჭერს მხარეთა წარმომადგენლების ერთი მესამედი.
2. მხარეთა წარმომადგენლების უმრავლესობამ უნდა შეადგინოს კვორუმი, რომელიც აუცილებელია საკონსულტაციო კომიტეტის სხდომის ჩატარებისთვის.
3. ყოველი სხდომის შემდეგ, საკონსულტაციო კომიტეტმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს მოხსენება საკუთარი საქმიანობისა და კონვენციის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
4. კონვენციის დებულებათა შესაბამისად, საკონსულტაციო კომიტეტმა უნდა შეიმუშაოს საკუთარი საქმიანობის რეგლამენტი.