თანამშრომლობისათვის გამოყოფილ ორგანოს, რომლის სახელზეც არის გაგზავნილი განახცადი დახმარების გაწევის შესახებ, წინამდებარე კონვენციის მე -13 და მე-14 მუხლების თანახმად, უფლება არ აქვს უარი თქვას მის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) განაცხადი არ შეესაბამება მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოების უფლებამოსილებას მონაცემთა დაცვის სფეროში;

ბ) განაცხადი არ შეესაბამება კონვენცის დებულებებს;

გ) თუ განაცხადის შესრულება შეუთავსებელი იქნებოდა იმ მხარის სუვერენიტეტთან, უსაფრთხოებასა და სახელმწიფო პოლიტიკასთან (ordre public), რომელმაც თანამშრომლობისათვის გამოყო მოცემული ორგანო, ასევე ამ ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი პირების უფლებებსა და თავისუფლებებთა