1. ამა თუ იმ მხარის მიერ თანამშრომლობისათვის გამოყოფილ ორგანოს, რომელმაც მიიღო ინფორმაცია განაცხადის დამატების ან თანამშრომლობისათვის გამოყოფილი ორგანოს მხრიდან პასუხის სახით დახმარების გაწევის შესახებ მის განაცხადზე, არ აქვს ამ ინფორმაციის გამოყენების უფლება იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება განაცხადში მითითებული მიზნებისაგან.
2. ყოველი მხარე იძლევა გარანტიას, რომ ყველა პირი, რომელიც მიეკუთვნება თანამშრომლობისათვის გათვალისწინებულ ორგანოს ან მოქმედებს მათი სახელით, ვალდებული იქნება დაიცვას საიდუმლოება ან კონფიდენციალობა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
3. თანამშრომლობისთვის გამოყოფილ ორგანოებს, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლება არ აქვთ დამოუკიდებლად და პირის სპეციალური თანხმობის გარეშე წარადგინონ განაცხადი მონაცემთა სუბიექტის სახელით, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარე