1. ყოველი მხარე ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ნებისმიერ პირს ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში, რომელიც ეთანადება ამ კონვენციის მე-8 მუხლში აღნიშნულ პრინციპებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს სხვა მხარის ტერიტორიაზე, მას უნდა მიეცეს საკუთარი განაცხადის წარდგენის უფლება მისთვის დახმარების გაწევის თაობაზე იმ შუამავალი ორგანოს მეშვეობით, რომელსაც თანამშრომლობისათვის გამოყოფს ეს მხარე.

3. განაცხადი დახმარების გაწევის თაობაზე უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ დეტალს, რომელიც მათ შორის შეეხება:

ა) სახელს, მისამართს და განაცხადის წარმდგენი პირის სხვა მნიშვნელოვან მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;

ბ) პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ ფაილს, რომელსაც ეკუთვნის განაცხადი ან ფაილის ადმინისტრატორს;

გ) განაცხადის მიზნებ