ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს:

ა) მონაცემთა ავტომატიზებული ფაილის არსებობის ფაქტის დადგენა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფაილის, მისი ძირითადი მიზნების, ასევე მოცემული ფაილის ადმინისტრატორის პიროვნების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან ძირითადი სამუშაო ადგილის შესახებ;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობითა და გადაჭარბებული დაგვიანებისა თუ დანახარჯების გარეშე, მონაცემთა ავტომატიზებულ ფაილში მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურება, ასევე მისთვის მონაცემთა მიწოდება მისაღები ფორმით;

გ) საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მოითხოვოს ამ მონაცემთა გასწორება ან წაშლა, თუ მათი დამუშავება მოხდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გზით, და რომელიც ეთანადება აღნიშნული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებში გადმოცემულ ძირითად პრინციპებს;

დ) თავისი უფლებების რეალიზაციის მიზნით მიიღოს ზომები საკუთარ განაცხადზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რომელიც ავტომატიზებულ ფაილში პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურებას შეეხება, თუ მონაცემთა მიწოდება, შეცვლა ან წაშლა განხორციელდა მოცემული მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მოთხოვნათა დარღვევი