1. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფო საზღვარზე პერსონალური მონაცემების ნებისმიერი საშუალებით გადაცემის მიმართ, რომლებიც ექვემდებარება ავტომატურ დამუშავებას ან მომზადებულია ამ მიზნისათვის.

2. მხარეს, კონფიდენციალობის დაცვის მოტივით, უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს პერსონალური მონაცემების გადაცემას სხვა მხარის ტერიტორიაზე ან მოითხოვოს ამისათვის სპეციალური ნებართვა.

3. მიუხედავად ამისა, თითოეული მხარე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მე-2 პუნქტის დებულებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მისი კანონმდებლობა შეიცავს განსაკუთრებულ დებულებებს პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების განსაზღვრული კატეგორიებისათვის, რაც განპირობებულია ამ მონაცემების ან ფაილების ხასიათით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა მხარის კანონმდებლობა ითვალისწინებს ეკვივალენტურ დაცვას;

ბ) როცა გადაცემა ხორციელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული შუამავლის მეშვეობით მისი ტერიტორიიდან იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილეს; ასევე ისეთი გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ პუნქტის დასაწყისში მითითებული მხარის ფანონმდებლობის გვერდის ავლით.

თავი IV. ურთიერთდახმარე