1. წინამდებარე კონვენციის დანერგვის მიზნით, მხარეები თანხმობას აცხადებენ ურთიერთდახმარებაზე.

2. ამისათვის:

ა) ყოველი მხარე თანამშრომლობისათვის გამოყოფს ერთ ან რამდენიმე ორგანოს, რომელთა დასახელებასა და მისამართს შეატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს;

ბ)ყოველი მხარე, რომელიც თანამშრომლობისათვის გამოყოფს ერთზე მეტ ორგანოს, ვალდებულია ზემოთ აღნიშნულ შეტყობინებაში განსაზღვროს თითოეული მათგანის კომპეტენციის სფერო.

3. ამა თუ იმ მხარის მიერ აღნიშნული მიზნისთვის გამოყოფილი ორგანო, მეორე მხარის მიერ გათვალისწინებული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია:

ა) წარმოადგინოს ინფორმაცია თავისი ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ მონაცემთა დაცვის სფეროში;

ბ) ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად და კონფიდენციალობის დაცვის მიზნის გათვალისწინებით, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება საიმედო ინფორმაციის მიწოდებისათვის, რომელიც შეეხება ავტომატური დამუშავების ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, რასაც ადგილი აქვს მის ტერიტორიაზე, გარდა დამუშავების პროცესში მყოფი პერსონალური მონაცემების