1. მხარეთა მიერ მე-13 მუხლის თანახმად ერთმანეთისთვის გაწეულმა დახმარებამ და მე-14 მუხლის თანახმად საზღვარგარეთ მყოფი სუბიექტების მხარდაჭერამ არ უნდა გამოიწვიოს მომსახურების ღირებულების ზრდა და სხვა ხარჯების საფასურის ამოღება, გარდა ექსპერტთა გასამრჯელოებისა და მთარგმნელთა ანაზღაურებისა. გასამრჯელოებისა და ანაზღაურებისათვის საჭირო დანახარჯებს იხდის მხარე, რომელმაც თანამშრომლობისთვის გამოყო დახმარების გაწევის შესახებ განაცხადის წარმდგენი ორგანო.

2. დაუშვებელია მონაცემთა სუბოექტს წარედგინოს მოთხოვნა იმ მომსახურებისა და გასამრჯელოს ანაზღაურების შესახებ, რომელიც განხორციელდა მისი სახელით სხვა მხარის ტერიტორიაზე და განსხვავდება ამ ქვეყნის მცხოვრებთა მხრიდან ანაზღაურებადი ღონისძიებებისგან.

3. დახმარებასთან, კერძოდ მისი გაწევის წესთან და ფორმებთან, აგრეთვე შესაძლოდ გამოსაყენებელ ენებთან დაკავშირებული სხვა დეტალები უნდა დადგინდეს უშუალოდ მონაწილე მხარეების მიერ.

თავი V. საკონსულტაციო ორგა