1. წინამდებარე კონვენციაზე ხელმოწერა თავისუფალია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებასა ან თანხმობას. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების ან თანხმობის შესახებ დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაშია იმ სამთავიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან,რომელიც გამოითვლება იმ დროიდან, როცა ევროპის საბჭოს წევრმა ხუთმა სახელმწიფომ, წინა პუნქტის დებულებათა შესაბამისად, განაცხადა თანხმობა ამ კონვენციასთან შეერთების თაობაზე.

3. ნებისმიერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოგვიანებით გამოთქვამს თანხმობას წინამდებარე კონვენციასთან შეერთების შესახებ, ეს უკანასკნელი ძალაში შედის იმ სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველი დღიდან, რომელიც გამოითვლება რატიფიკაციის, მიღების ან თანხმობის გამოხატვის შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროიდა