1. ამ კონვენციაში ცვლილებების შესახებ წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ მონაწილე მხარეებს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ან საკონსულტაციო კომიტეტს.

2. კონვენციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, ასევე ყოველ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი, მაგრამ უკვე შეუერთდა ან მიიღო ამ კონვენციასთან შეერთების წინადადება 23-ე მუხლის დებულების თანახმად.

3. უფრო მეტიც, მინისტრთა კომიტეტის ან მხარეთა მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი წინადადება უნდა გადაეცეს საკონსულტაციო კომიტეტს, რომელმაც მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს საკუთარი დასკვნა შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

4. მინისტრთა კომიტეტმა უნდა განიხილოს შემოთავაზებული ცვლილება, ასევე საკონსულტაციო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მოსაზრება. იგი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოცემულ ცვლილებას.

5. მინისტრთა კომიტეტის მიერ მოწონებული ცვლილების ტექსტი, მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მისაღებად წარედგინებათ მხარეებს.

6. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოწონებულია მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ძალაშია მხარეთა მიერ ამ ცვლილების მიღების შესახებ გენერალური მდივნის ინფორმირებიდან 30-ე დღეს.

თავი VII. დასკვნითი დებულებე