1. დაუშვებელია ყოველგვარი გამონაკლისი წინამდებარე კონვენციის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებიდან, გარდა მოცემულ მუხლში განსაზღვრული ფარგლებისა.
2. ამ კონვენციის მე-5, მე-6, და მე-8 მუხლებიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ გადახვევას ითვალისწინებს ხელშეკრულების მხარის კანონმდებლობა და წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ ღონისძიებას, რომელიც მიიღება:
ა) სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფოს მონეტარული ინტერესების ან სისხლისსამართლებრივ დანაშაულებებთან ბრძოლის ინტერესების დაცვის მიზნით;
ბ) ინფორმაციის ობიექტებისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.
3. მე-8 მუხლის „ბ“, „გ“, და „დ“ პუნქტებში განსაზღვრული უფლებების განხორციელებაში არსებული შეზღუდვები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივ კანონმდებლობაში, რომელიც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გამოყენებულ პერსონალური ინფორმაციის ავრომატიზირებულ ფაილებს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა ინფორმაციის სუბიექტების კონფიდენციალობის დარღვევის რისკის არარსებობ