1. მხარეები იღებენ ვალდებულებას იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციით პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ ფაილებთან მუშაობისა და პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას, რომელიც ხორციელდება კერძო და საზოგადოებრივ სექტორებში.

2. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ან მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირებისას, ასევე ამის შემდგომ ნებისმიერ პერიოდში, ყოველი სახელმწიფო უფლებამოსილია, ევროპის კავშირის გენერალური მდივნის სახელზე დეკლარაციის წარდგენის გზით, განაცხადოს შემდეგზე:

ა) იმის თაობაზე, რომ იგი არ გამოიყენებს მოცემულ კონვენციას პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების გარკვეული კატეგორიის მიმართ, რომელთა სიაც დეპონირებული იქნება. თუმცა, ეს სია არ უნდა შეიცავდეს მონაცემთა ავტომატიზებული ფაილების იმ კატეგორიებს, რომლებზეც ვრცელდება ადგილობრივი კანონები მონაცემთა დაცვის შესახებ. შემდგომში ყოველთვის, როცა მონაცემთა დაცვის შესახებ ადგილობრივი კანონების მოქმედების სფეროში მოხვდება პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების დამატებითი კატეგორიები, სახელმწიფო, ახალი დეკლარაციის წარდგენის გზით, შესაბამის ცვლილებებს შეიტანს აღნიშნულ სიაში;

ბ) იმის თაობაზე, რომ იგი აღნიშნული კონვენციით იხელმძღვანელებს ასევე იმ ინფორმაციის დამუშავებისას, რომელიც მიეკუთვნება პირთა ჯგუფებს, ასოციაციებს, ორგანიზაციებს, კომპანიებს, კორპორაციებს და სხვა ნებისმიერ ორგანიზაციას, რომლების უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით შედგებიან ინდივიდუმებისაგან, იმისდა მიუხედავად, წარმოადგენენ თუ არა მოცემული ორგანიზაციები იურიდიულ პირს;

გ) იმის თაობაზე, რომ იგი აღნიშნული კონვენციით იხელმძღვანელებს ასევე იმ პერსონალური მონაცემების ფაილებთან მიმართებით, რომლებიც არ ექვემდებარებიან ავტომატიზებულ დამუშავებას.

3. ყოველი სახელმწიფო, რომელმაც მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული ნებისმიერი დეკლარაციის წარდგენის გზით გააფართოვა მოცემული კონვენციის მოქმედების სფერო, უფლებამოსილია თითოეულ დეკლარაციაში განაცხადოს იმის შესახებ, რომ მოქმედების სფეროს ამგვარი გაფართოება შეეხება პერსონალური ინფორმაციის ფაილთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს, რომელთა სიებიც დეპონირებული იქნება.

4. ყოველ მხარეს, რომელიც, ზემოაღნიშნული მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის გზით, წინამდებარე კონვენცის მოქმედების სფეროდან გამორიცხავს პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ფაილების გარკვეულ კატეგორიას, უფლება არ აქვს მოცემული კონვენცია გამოიყენოს იმ მხარის შესაბამისი კატეგორიის ფაილების მიმართ, რომელიც არ გამორიცხავს მათ.

5. ანალოგიურად, მხარეს, რომელმაც ზემოთ აღნიშნული მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არ გააფართოვა მოცემული კონვენციის მოქმედების სფერო, უფლება არ აქვს მოითხოვოს მოცემული კონვენციის გამოყენება იმ მხარის პუნქტების მიმართ, რომელმაც განახორციელა ამგვარი გაფართოება.

6. ზემოთ აღნიშნული მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციები მათ წარმდგენ სახელმწიფოსთან მიმართებით მოქმედებს მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის მომენტიდან იმ შემთხვევაში, როცა მათი წარდგენა მოხდება რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერის ან დეპონირებისას. იმ შემთხვევაში, თუ მათი წარდგენა მოხდა მოგვიანებით, მოქმედების ვადა იწყება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მათი მიღებიდან სამი დღის შემდეგ. შესაძლებელია ამ დეკლარაციების უკან გამოთხოვა მთლიანად ან ნაწილობრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. უკან გამოთხოვა ძალაში შედის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ.

თავი II. მონაცემთა დაცვის ძირითადი პრინციპე