"ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.136.016061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401063, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წ ლის 25 მარტი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის                 28 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

       მუხლი 1

 „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ 15.02.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. დადგენილები ს პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

 2. დადგენილები ს მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 თებერვლის №07 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 28 თებერვალი 2009 წელი, №23, გვ.8)“.

 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტი საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები“.

 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არარეზიდენტი საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება)“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) II ზონა – ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის: ვაშლოვანის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ვაშლოვანის, სხალთის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ სხალთის, ფუშრუკაულის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ფუშრუკაულის, ხიხაძირის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ხიხაძირის, თხილვანის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ თხილვანის, დიოკნისის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ დიოკნისის, რიყეთის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ რიყეთის, დიდაჭარის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ დიდაჭარის, საციხურის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ საციხურის, დეკანაშვილების ტერიტორიული ორგანოს – სოფელ დეკანაშვილების, ღორჯომის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ ღორჯომის, აგარის ტერიტორიული ორგანოს – სოფელ აგარის ტერიტორია – 0.24 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე.

 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა იბეგრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის საქართველოს მთავრობის მიერ ერთ ჰექტარზე 3 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის შესაბამისად განსაზღვრული გადასახადის განაკვეთით“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ნ. თავართქილაძე