ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.119.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415007, 18/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 19

2011 წლი ს 14 აპრილი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე- 8 მუხლის მე- 2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად № 1 დანართისა.

მუხლი 2. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად № 2 დანართისა.

მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის № 363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ხონის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 5. „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის № 363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ხონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. გელენიძე

 

დანართი № 1

ხონის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ფარი გადაკვეთილია, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილი. I ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს ხარი; II ნაწილი – ლურჯი ველის ცენტრში მარჯვნივ მოთავსებულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ ა ღ მართული ხელი, მარცხნივ ოქროს კვერთხი ჯვრის ფორმის ბუნიკით; III ნაწილი – მწვანე ველის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ხიდის მსგავსი ოქროს სარტყელით, ხოლო ქვედა სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელით.

 გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ღია ჭიშკრით.

 ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ- მეწამული ბაბთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი „ხონი“.

 

 დანართი № 2

ხონის მუნიციპალიტეტის დროშა

 

ხონის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშის ველი თეთრ ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად. მეწამული ჯვრის ცენტრში (გადაკვეთაზე) გამოსახულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი. მეწამული ჯვრის გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს დროშის 1/3-ზე. თეთრი ქობა წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. ხოლო მეწამული ჯვრის მკლავების სიგანე დროშის 1/8-ს. დროშის პირველი და მესამე ნაწილი მწვანეა, ხოლო მეორე და მეოთხე ნაწილი ლურჯი.

 დროშის პროპორციაა 2: 3

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2011.
როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
„ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.04.2011. მიმღები ორგანო — ხონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.35.119.016078.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №19, 14.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.119.016078 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1296860/