დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის
დეპარტამენტიდან ყოველი თვის ბოლოს გამოითხოვოს წლიური ბიუჯეტის კანონის დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ;

ბ
) გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის
შესაბამისი დეპარტამენტებიდან ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების შესახებ;
გ
) გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის
შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაცია;
დ
) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური აქტივების მართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია;
ე
) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკიდან სარეკომენდაციო ხასიათის ინფორმაცია ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებული საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურ დასაშვებ მოცულობაზე, განთავსების მაქსიმალურ დასაშვებ ვადებზე და მინიმალურ საპროცენტო განაკვეთებზე;
ვ
) გამოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკისგან ინფორმაცია სახელმწიფო ფინანსური აქტივების განსათავსებლად ფინანსური ინსტრუმენტებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესაბამისობის შესახებ;
ზ
) გამოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებიდან სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
თ
) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხების აღებასთან, სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციები და დოკუმენტებ