1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი
სამმართველო:
ა) შიდა ვალის და სახაზინო ვალდებულებების
მართვის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო სესხების მართვისა და სასესხო და საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის
სამმართველო.
2. შიდა ვალის და სახაზინო ვალდებულებების
მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა;
გ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება;
დ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება;
ე) მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა;
ზ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;
თ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის,სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ი) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
კ
) ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ლ
) სახელმწიფო
ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება და
ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური
გეგმების საფუძველზე ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა;
მ
) სახელმწიფო ხაზინის
მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული ფინანსური
გეგმის შედგენა და
შესრულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ნ
) ხაზინის განკარგულებაში
არსებული თავისუფალი
ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება;
ო) კომერციულ ბანკებში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშების მართვის და ოპერირების კონტროლი;

პ) კომპეტენციის ფარგლებში,დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3
. სახელმწიფო სესხების მართვისა და სასესხო და საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის
სამმართველოს
ფუნქციებია:
ა) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ბ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;
დ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების
რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის ან სრულად
პატიების, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად
აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“
შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დასადები ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის მომზადება და
დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;

თ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში,დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

დანართი № 4

ანგარიშსწორების დეპარტამენტის დებულებ