დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) საქართვ
ელოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადახ
დო საბუთების მეშვეობით;
ბ) მომსახურების
დეპარტამენტიდან და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტიდან
გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
გ) ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება;
დ) სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა კომერციულ ბანკებში სახელმწიფო
ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად;
ე) მომსახურების
დეპარტამენტ
ის და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის
მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა საქართველოს
ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
ვ) სახელმწიფო
ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება მომსახურების
დეპარტამენტზე;
ზ) ოპერატიული
ფინანსური გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზღვრული მოცულობების
საპროგნოზო მა
ჩვენებლების კონტროლი;
თ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული მიზნობრივი გრანტების აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით;
ი) გაწეული ხარჯებიდან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე მობრუნებული თანხმების აღრიცხვა და მართვა;
კ
) დეპარტამენტში
შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება