დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან/სახელმწიფო ხაზინის შესაბამისი დეპარტამენტებიდან
გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების საგეგმო მაჩვენებლებზე და გამოყოფილი ასიგნებების შესახებ; ასევე ორგანიზაციებზე გასული წლების დავალიანებების დასაფარად გამოყოფილი ასიგნებების შესახებ;
ბ) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების
დეპარტამენტიდან გამოითხოვოს სახელმწიფო ხაზინის
საინფორმაციო ბაზაში განთავსებული, ორგანიზაციების მიერ გასული წლების დავალიანებების დაფარვის შესახებ ინფორმაცია;
გ) სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია დეპოზიტებზე;
დ) ყოველი თვის ბოლოს მომსახურების
დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ხაზინის სავალუტო ანგარიშიდან ბიუჯეტში გადატანილი და ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში,სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში ხაზინის სავალუტო ანგარიშზე საბიუჯეტო სახსრების სახით რიცხული სახსრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს მომსახურების
დეპარტამენტიდან;
ვ
) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საჭიროების შემთხვევაში დაზუსტების მიზნით გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან დაკავშირებით;
ზ
) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და სახელმწიფო ხაზინაში
წარმოდგენილი შიდა აღრიცხვის წესების პროექტთან დაკავშირებით მოამზადოს წინადადებები პროექტის ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის შესახებ;
თ
) საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების მონაცემების დასაზუსტებლად, გამოითხოვოს მომსახურების და სადეპოზიტო ოპერაციების
დეპარტამენტებიდან ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ გადახდებთან დაკავშირები