1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სამმართველოებისაგან:
ა) ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის
სამმართველო;
ბ) აღრიცხვის მეთოდოლოგიის
სამმართველო.
2
. ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების შესრულების
ყოველდღიური, ყოველთვიური,კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;
დ) ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება;
ე) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;
ვ) საინკასო დავალებებით ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება;
ზ
) სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება;

თ
) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) და ფინანსური ანგარიშგებების
მიღება, შემოწმება, ანალიზი;
ი
) ფინანსური ანგარიშგებისა
ბუღალტრული ბალანსების
შედგენისას დაშვებულ არსებით შეცდომებზე და დარღვევებზე მხარჯავი დაწესებულების ინფორმირება და ანგარიშის დასაზუსტებლად წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციების განხილვა და შედარება ანგარიშთან;
კ
) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) საფუძველზე ნაერთი დანართი ფორმების შედგენა;
ლ
) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმების) განხილვის შედეგებზე ინფორმაციის მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში,დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

3.
აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის, ფორმების და წესების შემუშავება;
ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმების და წესების პროექტების შემუშავება;
გ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
დ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ შიდა აღრიცხვის წესებზე მომზადებული პროექტების განხილვა და წინადადებების მომზადება მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის თაობაზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;

ვ) საჯარო სამართლის იურდიულ პირთან – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან კოორდინირებულად, სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და განთავსება/განახლება სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე.

ზ) კომპეტენციის ფარგლებში,დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

დანართი №6

ადმინისტრაციული სამმართველოს
დებულებ