1. სამმართველოს
ხელმძღვანელობს სამმართველოს
უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს
უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს
საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს
კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
გ) პასუხისმგებელია სამმართველოზე
დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს
შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
ე
) უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;
ვ
) ხელს აწერს სამმართველოში
მომზადებულ დოკუმენტებს და პასუხისმგებელია მათ სისწორეზე;
ზ
) შუამდგომლობს სამმართველოს
თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ
) შუამდგომლობს სამმართველოს
თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს
წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი
) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს
მიერ გაწეული საქმიანობის შესახე