სამმართველოს
ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხაზინის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება;
გ
) კომპეტენციის ფარგლებში,საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
დ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრების და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
ვ) თანამშრომლების შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;
ზ) სახელმწიფო ხაზინის ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში მომზადება და წარდგენა დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი წესის შესაბამისად;
ი
) სახელმწიფო ხაზინის ადამიანური რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსების ორგანიზება;
კ
) სახელმწიფო ხაზინის საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა;
ლ
) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება;
მ
) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით;
ნ
) სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინის პერიოდულად შემოწმება და წინადადებების მომზადება სახაზინო სამსახურის უფროსთან წარსადგენად;
ო
) სახელმწიფო ხაზინის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
პ
) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ჟ) სამმართველოში
შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება