„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.112.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110506011, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №18

2011 წლის 29 აპრილი

  ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი 110228035, 09/03/2011წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

  ა) დადგენილების თანდართული წესის 1-ლი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

ე) სასწრაფო და გადაუდებელი ოპარაციების თანადაფინანსების, ერთჯერადი სამედიცინო და მედიკამენტებით დახმარების პროგრამა.“;

ბ) დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

„1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“;

გ) დადგენილების თანდართული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამ ის განსახორციელებელი სკოლები განისაზღვრ ება განათლებისა და მეცნიე რების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“;

დ) დადგენილების თანდართული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „მუხლი 5. სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება

4. სამსახური, განათლებისა და მეცნიე რების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“;

     ე) დადგენილების თანდართული წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

     „მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

21. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამ ის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება სკოლების ჩამონა თ ვალი და მოძრაობის მარშრუტები. პროგრამის განხორციელების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფორმდება ხელშეკრულება.“;

 ვ) დადგენილების თანდართული წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–21 პუნქტი:

     „მუხლი 8. ფულადი დახმარების გაცემა

21. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამ ის განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე                  რ. ჩიტიძე