„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №36
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებ პორტალი 110228035, 09/03/2011წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №32 დადგენილების, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №91 განკარგულების შესაბამისად,“;
გ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი №1).“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“;
ე) დადგენილების თანდართული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.“;
ვ) დადგენილების თანდართული წესის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) შეჭირვებულ ოჯახთა 3–18 წლამდე ასაკის ბავშვების ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა;
ბ) II მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი და სარიტუალო დახმარების პროგრამა;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახების დახმარების პროგრამა;
დ)ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა;
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების ა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სარიტუალო ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა;
ზ) უსინათლოთა დახმარების პროგრამა;
თ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;
კ) მშობიარ ობის თანადაფინანსების პროგრამა;
ლ)მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
მ) ბიკარბონატული ჰემოდიალ ი ზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირები ს პროგრამა;
ნ) ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლ აში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა;
ო) მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა;
პ) 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარების პროგრამა;
ჟ)18–60 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა;
რ) ხანდაზმულთა (100 წ ლის ზე მოთ) ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
ს)ეკონომიურად შეჭირვებულ ი ოჯახებ ის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე