„ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
300390000.35.112.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 16/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2010 წლის 10 დეკემბერი

  ქ. ლანჩხუთი

„ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №37 დადგენილებაში(სსმ V, №46   2010წ ლის 3ნოემბერი) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1)“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აიკრძალოს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და/ან წვრილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ – ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უმეთვალყურეოდ გაშვება.

შენიშვნა: ინსტრუქცია არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შემსრულებელი ვალდებულია დაჭერილი პირუტყვი მესაკუთრეს გაატანოს პირუტყვზე მესაკუთრის კუთვნილების დამდგენი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და გადახდილი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. ამის შემდგომ ფორმდება დაჭერილი პირუტყვის მიღებ ა-ჩაბარების აქტი, თარიღის მითითებით და მხარეების ხელმოწერით“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 პუნქტში სიტყვა „დაკავების“ შეიცვალოს სიტყვით „დაჭერის“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 პუნქტში სიტყვა „დაკავების“ შეიცვალოს სიტყვით „დაჭერის“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 პუნქტში სიტყვა „დაკავების“ შეიცვალოს სიტყვით „დაჭერის“;

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძ