ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.006.035
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
დადგენილება №15
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილების, “ქ. თბილისის, მცხეთისა და გარდაბნის რაიონების სასმელ-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 თებერვლის №111 განკარგულების, “საქართველოს დედაქალაქის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №157 ბრძანებულების, “თბილისის და მისი შემოგარენის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ხარჯების ოპტიმიზაციის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 იანვრის №19 განკარგულების, “ქ. თბილისის მერიის ცალკეული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის შპს “ჟინერიდან” შესყიდვის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 15 მარტის №04.02.72 დადგენილების, ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 12 აპრილის №305.32.127 დადგენილების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მომართვის (№14/1850 03.07.1996 წ. და №5436/4-7 18.05.1999 წ.), საქართველოს პრეზიდენტის დავალებების (№202/23 03.06.1998 წ.,№150/20 13.07.1999 წ.,№2398/8 01.11.2000 წ.), საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მომართვის (№202/23 08.07.1998 წ., №150/20 25.08.1999 წ.,№651/8 01.04.2000 წ.), “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად დროებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №729 განკარგულების, სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის” 2002 წლის 14 ნოემბრის №01-12-403, სს “ქუთაისის ავტოქარხნის” 2002 წლის 11 ნოემბრის №982, შპს “ფორტეს” 2002 წლის 29 ნოემბრის №64, ფოთის საზღვაო ნავსადგურის 2002 წლის 9 დეკემბრის, სს “რუსთავცემენტის” 2002 წლის 9 დეკემბრის №18/736, შპს “თბილწყალკანალის” 2002 წლის 4 ნოემბრის და 12 ნოემბრის №№1-19/937, 1-19/952, შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 2002 წლის 6 დეკემბრის №03/181 განაცხადების, ასევე “ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებ” სემეკის 1998 წლის 1 ივლისის №3 დადგენილების გათვალისწინებით, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1. 35-110-220 კვ ძაბვის ცალკეული პირდაპირი მომხმარებლების მიერ სესბიდან შესასყიდი ტარიფები
35-110-220 კვ ძაბვის ცალკეული პირდაპირი მომხმარებლების მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები - დანართი №1.
მუხლი 2. შპს “ჟინერიდან” ქ. თბილისის განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები
1. შპს “თბილწყალკანალის” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №2;
2. შპს “თბილისის მეტროპოლიტენის” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №3;
3. შპს “ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოს” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №4;
4. შპს “თბილგანათების” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №9 და №5.
მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები – დანართი №6.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) ამ დადგენილების პირველ, მეორე და მესამე მუხლებში აღნიშნული მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ხორციელდება 2003 წლის 1 სექტემბრიდან ამ დადგენილების პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დანართებში გათვალისწინებული ტარიფებით.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს “ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” სემეკის 2003 წლის 22 აპრილის №5 დადგენილება.
მუხლი 5. დადგენილების ამოქმედების ვადა
ეს დადგენილება ძალაშია “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” მისი გამოქვეყნების მე-15 დღიდან.
თავმჯდომარე დ. მირცხულავა
დანართი №1
საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის 35-110-220 კვ ძაბვის ცალკეულ პირდაპირ მომხმარებელთა შესასყიდი ტარიფები 3,897 თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე
1. სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგური”
2. სს “ქუთაისის ავტოქარხანა”
3. სს “ქუთაისის პურის მიმღები”
4. სს “კასპიცემენტი”
5. შპს “კასტელი-საქართველო”
6. სს “მადნეული”
7. სს “ქიმბოჭკო”
8. სს “რუსთავცემენტი”
9. სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატი”
10. შპს “საქართველოს რკინიგზა”
11. შპს “ფორტე”
12. შპს წყალტუბოს “წყალკანალი”
13. სს “აზოტი”
| № | დასახელება | თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | ელექტროენერგიის წარმოების საშუალო შეწონილი ტარიფი | 2.667 |
| 2 | გადაცემის ტარიფი (სს “საქრუსენერგო”) | 0.18 |
| 3 | გადაცემის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | 0.70 |
| 4 | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | 0.15 |
| 5 | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | 0.10 |
| 6 | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი | 0.10 |
|
| სულ | 3.897 |
დანართი №2
შპს “თბილწყალკანალის” სატუმბი სადგურებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები 110-35 კვ ძაბვაზე
| № | სატუმბო სადგურების დასახელება | მკვებავი ელსადგური ან სადგური | სატუმბო სადგურის ელმომარაგების სქემა | საანგარიშსწორებო აღრიცხვის მოწყობის ადგილი | მომსახურების ტარიფები დღგ-ს გარეშე, თეთრი/კვტ.სთ | ||||||
| მკვებავი ელსადგურის ან სადგურის დასახელება | საბალანსო კუთვნილება | სულ | მათ შორის | ||||||||
| გადაცემის ტარიფი(შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსის-ტემა”) | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერ-გიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტე-მებიდან მიღებუ-ლი ელექტრო-ენერგიის ანგარიშსწორების კომპონენტი | დისპეტჩერი-ზაციის ტარიფი (შპს “საქართვე-ლოს სახელმწიფო ელექტროსის-ტემა”) | სს “ეი-ი-ეს თელასი” | |||||||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII | IX | X | XI | XII |
| 1 | არაგვის ხეობის წყალსადე-ნის სათავე ნაგებობები | ქვ. ნატახტარი 110 და ქვ. საგურამო 110 | შპს “თბილ-წყალკანალი” | შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ქსნის 500/220/110 და გლდანის 220/110 ქვესადგურებიდან გამომავალი “ნატახტარი-110” და “არმაზი-III-110” ეგხ-ებ ი თ | ქვ. ქსანი-500-დან და ქვ. გლდანი-220-დან გამომავალი 110 კვ გამომყვანის უჯრედში | 1.05 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 0 |
| 2 | ბულაჩაური | 35 კვ ბულაჩაური | შპს “თბილ-წყალკანალი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 1.05 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 0 |
| 3 | მუხიანი | 110 კვ კსქ | შპს “თბილ-წყალკანალი” | სს “ეი-ი-ეს თელასის” 110 კვ ეგხ ხევძმარა I-ის განშტოებაზე მიერთებული 110 კვ კსქ-დან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 2.325 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 1.275 |
| 4 | ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობა | 110 კვ კსქ | შპს “თბილ-წყალკანალი” | სს “ეი-ი-ეს თელასის” 110 კვ ეგხ ხევძმარა I-ის განშტოებაზე მიერთებული 110 კვ კსქ-დან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 2.325 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 1.275 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შპს “თბილწყალკანალის” სატუმბი სადგურებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები 10-6-0.4 კვ ძაბვაზე
| № | სატუმბო სადგურების დასახელება | მკვებავი ელსადგური ან სადგური | სატუმბო სადგურის ელმომარაგების სქემა | საანგარიშსწო-რებო აღრიცხვის მოწყობის ადგილი | მომსახურების ტარიფები დღგ-ს გარეშე, თეთრი/კვტ.სთ | ||||||
| მკვებავი ელსადგურის ან სადგურის დასახელება | საბალანსო კუთვნილება | სულ | მათ შორის | ||||||||
| გადაცემის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსის-ტემა”) | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერ-გიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემე-ბიდან მიღებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების კომპონენტი | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | სს “ეი-ი-ეს თელასი” | |||||||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII | IX | X | XI | XII |
| 1 | სამგორის სათავე ნაგებობა | 110 კვ ვარკე-თილი 110 კვ ნავთლუღი II 110კვ ორხევი | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 2 | დიღომი I | 110 კვ დიღომი I | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 3 | “540” ნიშნული | 110 საბურ-თალო III 35კვ სანაპირო | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 4 | “603” ნიშნული | 110 კვ ნუცუ-ბიძის პლატო | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 5 | ვაზისუბანი I | 110 კვ ვარკე-თილი | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 6 | წავკისი | 110 კვ ტაბახმელა | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 7 | ბაგები | 110 კვ ბაგები | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 8 | გლდანი | 110 კვ ავშნიანი | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 9 | სს “გალის ქუჩაზე” | 110 კვ მთაწმინდა | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 10 | ნაძალადევი | 110 კვ არსენალი | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 11 | ბახტრიონი | 35 კვ საბურთალო I | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 12 | მთაწმინდის I აწევა | 35 კვ სოლოლაკი | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 13 | მთაწმინდის II აწევა | 35 კვ სოლოლაკი | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 14 | მდინარე ვერაზე | 110 კვ ბაგები | სს “ეი-ი-ეს თელასი” | მკვებავი ქვესადგურიდან საკუთარი 6 კვ ეგხ-ბით | ეგხ-ბის გამომყვან უჯრედში | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 15 | სს “ეი-ი-ეს თელასის” კუთვნილი გამანაწილებელი ელექტროქსელის 6-10 კვ ძაბვის სხვა უჯრედებზე | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 | ||||
| 16 | სს “ეი-ი-ეს თელასის” კუთვნილი გამანაწილებელი ელექტროქსელიდან 0.4 კვ ძაბვაზე | 4.65 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 3.6 | ||||
დანართი №3
შპს “თბილისის მეტროპოლიტენისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები
| № | ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტისა და მკვებავი ეგხ-ების დასახელება | მომსახურების ტარიფები დღგ-ს გარეშე, თეთრი/კვტ.სთ | |||||
| სულ | მათ შორის | ||||||
| გადაცემის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების კომპონენტი | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | სს “ეი-ი-ეს თელასი” | |||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII |
| 1 | თბილთეცის, შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და სს “ეი-ი-ეს თელასის” მფლობელობაში მყოფი 35-110 კვ ქვ-ების 6-10 კვ სალტეებიდან მეტროპოლიტენის კუთვნილი ეგხ-ბით | 3.64 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 2 | სს “ეი-ი-ეს თელასის” კუთვნილი გამანაწილებელი 0.4 კვ ელექტროქსელიდან | 4.65 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 3.6 |
დანართი №4
შპს “ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოსათვის” ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები
| № | ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტისა და მკვებავი ეგხ-ების დასახელება | მომსახურების ტარიფები დღგ-ს გარეშე, თეთრი/კვტ.სთ | |||||
| სულ | მათ შორის | ||||||
| გადაცემის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების კომპონენტი | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | სს “ეი-ი-ეს თელასი” | |||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII |
| 1 | ორთაჭალის, თბილთეცის, შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და სს “ეი-ი-ეს თელასის” მფლობელობაში მყოფი 35-110 კვ ქს-ების 6-10 კვ სალტეებიდან შპს “თბილტრანსის” კუთვნილი ეგხ-ებით | 3.6 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 2 | სს “ეი-ი-ეს თელასის” კუთვნილი გამანაწილებელი 0.4 კვ ელექტროქსელიდან | 4.65 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 3.6 |
დანართი №5
შპს “თბილგანათებ ი სათვის” ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების ტარიფები
| № | ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტისა და მკვებავი ეგხ-ების დასახელება | მომსახურების ტარიფები დღგ-ს გარეშე, თეთრი/კვტ.სთ | |||||
| სულ | მათ შორის | ||||||
| გადაცემის ტარიფი | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების კომპონენტი | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | სს “ეი-ი-ეს თელასი” | |||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII |
| 1 | ორთაჭალის, თბილთეცის, შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და სს “ეი-ი-ეს თელასის” მფლობელობაში მყოფი 35-110 კვ ქს-ების 6-10 კვ სალტეებიდან შპს “თბილგანათების” კუთვნილი ეგხ-ებით | 3.6 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 2.59 |
| 2 | სს “ეი-ი-ეს თელასის” კუთვნილი გამანაწილებელი 0.4 კვ ელექტროქსელიდან | 4.65 | 0.7 | 0.1 | 0.1 | 0.15 | 3.6 |
დანართი №6
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის საანგარიშსწორებო ტარიფები
| № | სატუმბი სადგურებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტები და მკვებავი ეგხ-ები | ანგარიშსწორების ტარიფები თეთრი/კვტსთ (დღგ-ს გარეშე) | |||||
| სულ | მათ შორის | ||||||
| ელექტროსადგურების წარმოების და მ. ძ. ქსელში დანაკარგების ტარიფი | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების კომპონენტი | გადაცემის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”) | გამანაწილებელი კომპანიის ტარიფი | |||
| I | II | III | IV | V | VI | VII | VIII |
| 1 | შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და რეგიონული ენერგოკომპანიების ბალანსზე რიცხული 110-35 კვ. ძაბვის ქვესადგურებიდან გამავალი სამელიორაციო სამმართველოების ბალანსზე რიცხული 6-10 კვ. ძაბვის ეგხ-ებით მკვებავი სატუმბი სადგურებისათვის | 2.88 | 1.93 | 0.1 | 0.7 | 0.15 | _ |
| 2 | შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” და რეგიონული ენერგოკომპანიების ბალანსზე რიცხული 110-35 კვ. ძაბვის ქვესადგურებიდან გამავალი ენერგოკომპანიების ბალანსზე რიცხული 6-10 კვ. ძაბვის ეგხ-ებით მკვებავი სატუმბი სადგურებისათვის | 3.596 | 1.79 | 0.1 | 0.7 | 0.15 | 0.856 |