რეფორმებისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

ბ) შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

დ) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ე) დაგეგმილი რეფორმებისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება;

ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავების და დამტკიცების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

ზ) სტრუქტურული ერთეულების/სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშგების სისტემის შემუშავება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება;

თ) საოპერაციო გეგმებით წინასწარ განსაზღვრულ და ფაქტობრივ შედეგებს შორის არსებული შეუსაბამობების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების, სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და საოპერაციო გეგმის შესრულების შუალედური/წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) შემუშავებული წლიური საოპერაციო დაგეგმვის მეთოდოლოგიაში საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №35729
- ვებგვერდი, 19.11.2021