თავისუფლების ქარტია

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2011 ბოლო ცვლილება 26.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4717-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010100000.05.001.016342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110622009, 22/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (17)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

თავისუფლების ქარტია

      მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობი ს ნორმების ეფექტი ანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგი ებ ის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება , საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკ ებ ის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა , ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგი ებ ის მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა .

  მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები;

ბ) სტრატეგიული ობიექტი − ობიექტი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სტრატეგიული პროდუქტის (ნავთობ პ როდუქტის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ძვირფასი ლითონის, პურპროდუქტის) წარმოებასთან;

გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის საქმიანობაც სასიცოცხლოდაა დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან;

დ) ყოფილი სსრკ - ის სპეც იალურ სამ ს ახურებთან თანამშრომლობა − ნებისმიერი სახის საქმიანობა (შტატიანი ან ნებაყოფლობითი), რომელიც ხორციელდებოდა ყოფილი სსრკ-ის სპეც იალური სამსახურების მითითებით ან/და ზედამხედველობით.

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონის ნორმათა გათვალისწინებით.

    მუხლი 4. ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტი ანი ბრძოლის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და თავდაცვის სამინისტროებ ი, საქართველოს ეროვნულ ი ბანკ ი თავი ანთ ი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულ თა ნიშნების შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ს;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭო ს პერიოდულად წარ უ დგ ე ნს ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა კოორდინირებული მუშაობის შედეგებ ს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშ ს.

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი

ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული (ვიდეო -) დაკვირვების სისტემის ბაზაზე უზრუნველყო ფ ს ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვა ს, რომლებიც აღჭურვილი არიან ანალოგიური სისტემით;

ბ) ახორციელ ებ ს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების აღჭურვა ს;

გ) ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ახორციელ ებ ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვა ს;

დ) უზრუნველყო ფ ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგ ს, იარაღის, საბრძოლო მასალის ა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო დ შემო ტანის აღკვეთა ს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ თან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ახორციელებს საეჭვო ტვირთების გახსნა ს და დათვალიერება ს/მონიტორინგს.

მუხლი 6. ტერორიზმის დაფინანსების, უცხოეთიდან ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მოწოდების გამოვლენა და აღკვეთა

  ტერორიზმის დაფინანსების ა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რეგულირდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

    მუხლი 7. კომისია

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულ თა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ - ი ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგი ებ ის და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გა უ ფორმ დ ე თ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებ ის პირველი („განსაკუთრებული მნიშვნელობის“) ფორმ ა.

3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკ ებ ის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების შესახებ, რომლებიც შე იცავ ს საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგი ებ ის და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგი ებ ის ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ ი კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.

5. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ ი კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

6. საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგი ებ ის მატარებელი სიმბოლიკ ებ ის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხ ვ რის მიზნით კომისია რეკომენდაციით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს.

7. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ ი კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ ამ კანონი ს მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.

8. კომისია ამ მუხლის მე - 7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებ ა ს იღებს დახურულ სხდომაზე. ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირი, რომლ ი ს შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.

    მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები

ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობებს და პირებს:

ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრ ებ ის მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობ ებ ის წევრებს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნულ ი ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე - პრეზიდენტებს, საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორს და მის მოადგილეებს;

ბ) საქართველოს თავდაცვის ა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების ოპერატიული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;

დ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სა განმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს, პრორექტორებს, დეკანებს და კათედრ ებ ის გამგეებს; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, მის მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს.

    მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და   პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ:

ა) ყოფილი სსრკ - ი ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ):

ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე;

ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან;

ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეც იალურ სამსახურებთან;

ბ) ყოფილი სსრკ - ი ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე;

გ) ყოფილი სსრკ - ი ს და საქართველოს სსრ -ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კ ომიტეტ ებ ის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტ ებ ის მდივნები;

დ) ყოფილი სსრკ -ის და საქართველოს სსრ -ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტ ებ ის ბიურო ები ს წევრები;

ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

 2. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

    მუხლი 10. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები

ყოფილი სსრკ - ი ს სპეციალურ სამსახურებს და მათ თანამშრომლებს მიეკუთვნებიან:

ა) სსრკ - ი ს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სსრ -ის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ბ) სსრკ - ი ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და მასში შემავალი სასაზღვრო ჯარების სადაზვერვო დანაყოფები; საქართველოს სსრ -ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტები;

გ) სსრკ - ი ს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილებები და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო;

დ) პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ - ი ს სპეციალურ სამსახურებთან და არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან საქართველოში იმყოფებიან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ასრულებდნენ ყოფილი სსრკ - ი ს სპეციალური სამსახურების დავალებებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

   მუხლი 11. კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ თანამდებობ ა ზე დანიშვნას (არჩევას), ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირ ის შესახებ მონაცემები, რომ ე ლიც შეიძლება დაინიშნო ს (არჩეულ იქნეს) აღნიშნულ თანამდებობ ა ზე. თუ კომისია მას აცნობებს, რომ პრეტენდენტი არის პირი, რომელზე და ც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე (არჩევაზე).

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირ ის შესახებ მონაცემები, რომ ე ლიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“დადგენილი წესით მიმართავ ს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ - ის სპეც იალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე -10 მუხლით განსაზღვრულ ი სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელ ი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატ ად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდ ე გ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატ ის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.

    მუხლი 12. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება

1. პირი, რომ ე ლიც საიდუმლოდ თანამშრომლობდ ა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან , ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობით ი განცხადებით მიმართო ს კომისიას და გადასცე ს მას მ ის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ამ სპ ეციალურ სამსახურში თავისი საქმიანობის, აგრეთვე სპეც იალური სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის ვინაობა, ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობის ფორმა, ადგილი და პერიოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელ თ აც მოითხოვს კომისია.

3. თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს , პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე და მისცეს მას ზეპირი განმარტება.

4. განცხადების შეტანის დროს პირი წერილობით იღებს გაფრთხილებას ამ კანონით ა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე , რომელიც მას დაეკისრება საკუთარი ან სხვათა საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის.

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

იმ პირის შესახებ მონაცემების გახმაურება, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სპეც იალურ სამსახურთან და რომელმაც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განაცხადა, ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეკისრება ასევე პირს, რომელიც კომისიას განზრახ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას.

    მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომელთაც უკავიათ ამ კანონი ს მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა, ვალ დ ე ბული არიან გადადგ ნ ე ნ აღნიშნული თანამდებობიდან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

  2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები:

 ა) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

ბ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;

გ) „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ცვლილების შეტანის შესახებ“.

    მუხლი 15. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 31 მაისი.

№4717- I