„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წლის 21 ივნისი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, #24, 14.02.2007წ., გვ. 8, 9, 10, 15, 16) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის:
ა.ა) ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ზონაში:
ა.ა.ა) ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ა.ა.ბ.) შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენების ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟისას დაშენებული ან/და დემონტირებული ერთი სართულის ფართობის (გარე პერიმეტრიდან) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.გ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლისას დამატებული განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.დ.) ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლების, ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლისას რეკონსტრუირებული საანგარიშო ზედაპირის ფართობის (სახურავის რეკონსტრუქციისას მისი ფუძის ფართობის) 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ე.) შენობის ინტერიერში ან/და ექსტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრისას ღიობის ფართობის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ვ.) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქციის დროს მზიდ კონსტრუქციასთან დაკავშირებული საანგარიშო ჰორიზონტალური სიბრტყის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით. თუკი რეკონსტრუქცია ეხება რამდენიმე სართულს, მოსაკრებელი გაიანგარიშება მხოლოდ ერთი სართულის საანგარიშო ჰორიზონტალური სიბრტყის მიხედვით;
ა.ა.ზ.) ქსელების რეკონსტრუქციის დროს რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1/5-ის 1 კვ.მ-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.თ.) დემონტაჟის დროს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.ი.) ლანდშაფტური მშენებლობის დროს განაშენიანებული ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ა.კ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსების დროს შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის 1 კვ.მ.-ზე 1(ერთი) ლარის ოდენობით;
ა.ბ) ქალაქ ბათუმის შუალედურ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ.-ზე 0,9 (ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით);
ა.გ) ქალაქ ბათუმის პერიფერიულ ზონაში მშენებლობისას 1 კვ.მ.-ზე 0,8 (ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით (საანგარიშო ფართობი გამოითვლება ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით);
ა.დ.) ქალაქ ბათუმის საკურორტო ზონაში (ცენტრალური ზონის განსაკუთრებული ქვეზონა) სამრეწველო ობიექტის ახალი მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 კვ.მ.-ზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოიცავს რეკონსტრუქციის რამდენიმე სახეს ერთდროულად, მაშინ მშენებლობის მოსაკრებელის გადახდა ხდება მხოლოდ ერთი სახის რეკონსტრუქციისას დადგენილი მშენებლობის მოსაკრებლის ოდენობით, მათგან რომელიც მეტია.“.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე