2. მიიჩნევა, რომ ეს მუხლი ვრცელდება ყველა მუშაკზე, თუმცა მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად გამორიცხოს მის მიერ უზრუნველყოფილი დაცვის სფეროდან დასაქმებულ პირთა შემდეგი კატეგორიები:
ა) მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადით ან სპეციალური ამოცანის შესასრულებლად;
ბ) მუშაკები, რომლებიც სამსახურში მიღებულნი არიან გამოსაცდელი ან საკვალიფიკაციო ვადით, იმ პირობით, რომ ეს ვადა განსაზღვრული უნდა იყოს წინასწარ და უნდა იყოს გონივრული ვადით;
დ) მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან შემთხვევით საფუძველზე ხანმოკლე ვადით;
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, კერძოდ დასაქმების შეწყვეტის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს:
ა) პროფესიული კავშირის წევრობა ან მონაწილეობა კავშირსი საქმიანობაში არასამუშაო საათებში, ან დამსაქმებლის თანხმობით, სამუშაო საათებში;
ბ) მუშაკთა წარმომადგენლის უფლებამოსილებით საქმიანობა ან მანამდე ასეთი საქმიანობის წარმართვა;
გ) დამსაქმებლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა ან დამსაქმებლის მიერ კანონების ან კანონქვემდებარე აქტების დარღვევისათვის სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღება ან ხელისუფლების კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართვა;
დ) რასა, კანის ფერი, სქესი, ოჯახური სტატუსი, ოჯახური მოვალეობები, ორსულობა, რელიგია, პოლიტიკური მოსაზრება, ეროვნული წარმომავლობა ან სოციალური წარმოშობა;
ე) ფეხმძიმობა და ბავშვის შემდგომი მოვლის მიზნით შვებულება;
ვ) ავადმყოფობის ან დაშავების შემთხვევაში სამუშაოზე დროებით არყოფნა.
4.მიიჩნევა, რომ კომპენსაცია ან სხვა შესაბამისი დაკმაყოფილება დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში საპატიო მიზეზის გარეშე, განისაზღვრება ეროვნული კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით, კოლექტიური შეთანხმებებით ან ეროვნული პირობებისადმი შესაბამისი სხვა სათანადო საშუალებებით