მუხლები 28 და 29
ამ მუხლების გამოყენების მიზნებისათვის, ტერმინები – „მუშაკთა წარმომადგენლები“ ნიშნავს პირებს, რომლებიც აღიარებულნი არიან ასეთებად ეროვნული კანონმდებლოით ან პრაქტიკით.

ნაწილი III
მიიჩნევა, რომ ქარტია შეიცავს საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ ვალდებულებებს, რომელთა გამოყენება ექვემდებარება მხოლოდ მისი IV ნაწილით განსაზვრულ ზედამხედველობას.
მუხლი A, პუნქტი 1
მიიჩნევა, რომ დანომრილი პუნქტები შეიძლება შეიცავდეს მუხლებსაც, რომლებიც შედგებიან მხოლოდ ერთი პუნქტისაგან.
მუხლი B, პუნქტი 2
B მუხლის მე–2 პუნქტის მიზნებისათვის, შესწორებული ქარტიის დებულებები შეესაბამებიან ქარტიის იმავე მუხლის ან პუნქტის დებულებებს, შემდეგი გამონაკლისების გარდა:
ა) შესწრებული ქარტიის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–3 მუხლის 1–ლ და მე–3 პუნქტებს;
ბ) შესწორებული ქარტიის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–3 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებს;
გ) შესწორებული ქარტიის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტს;
დ) შესწორებული ქარტიის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტს;
ე) შესწორებული ქარტიის მე–17 მუხლის 1–ლი პუნქტი შეესაბამება ქარტიის მე–17 მუხლს.

ნაწილი V
მუხლი E
განსხვავლებული მოპყრობა, დაფუძნებული ობიექუტრ და გონივრულ გამართლებაზე, არ იქნება განხილული, როგორც დისკრიმინაციული.
მუხლი F
მიიჩნევა; რომ გამოთქმა – „ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს“, ასევე მოიცავს ომის საფრთხეს