1. ამ მუხლების გამოყენების მიზნით, ტერმინი – „მუშაკთა წარმომადგენლები“ ნიშნავს პირებს, რომლებიც აღიარებულნი არიან ასეთებად ეროვნული კანონმდებლობით ან პრაქტიკით.
2. ტერმინები – „ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა“ შესაბამის შემთხვევებში კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების გარდა, გულისხმობს კოლექტიურ შეთანხმებებს, სხვა შეთანხმებებს დამსაქმებელთა და მუშაკთა წარმომადგენლებს შორის, ჩვეულებებს და ასევე, შესაბამის სასამართლო პრაქტიკას.
3. ამ მუხლების გამოყენების მიზნით, ტერმინი – „შრომითი დაწესებულება“ ნიშნავს მატერიალურ და არამატერიალურ კომპონენეტებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს იურიდიული პირის სტატუსი და რომელიც შექმნილია საქონელის საწარმოებლად ან მომსახურეობსი გასაწევად ფინანსური მოგების მიღების მიზნით და რომელსაც გააჩნია მისი საბაზრო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება.
4. მიიჩნევა, რომ რელიგიური გაერთიანებები და მათი დაწესებულებები შეიძლება გამოირიცხონ ამ მუხლების მოქმედების სფეროდან მაშინაც კი, თუ ეს დაწესებულებები წარმოადგენენ „შრომით დაწესებულებებს“ მე–3 პუნქტში მითითებული მნიშვნელობით. დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებით, ან რომელთა მართვაც ხდება გარკვეული მორალური კონფეციებით, იდეალებით და კონცეფციებით, რომლებიც დაცულია ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება გამოირიცხოს ამ მუხლების მოქმედების სფეროდან იმ ზომით, რაც აუცილებელია შრომითი დაწესებულების ორიენტაციის დასაცავად.
5. მიიჩნევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოში ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ხდება შრომითი დაწესებულების სხვადასხვა დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, შესაბამისი მხარე უნდა განიხილებოდეს, როგორც ამ დებულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შემსრულებელი.
6. მხარეებმა შეიძელბა გამორიცხონ ამ მუხლების გამოყენების სფეროდან ის შრომითი დაწესებულებები, რომლებიც ასაქმებენ მუშაკთა განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლებს, რაც უნდა დადგინდეს ეროვნული კანონმდებლობით ან პრაქტიკით