საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.07.2011 ბოლო ცვლილება 20.12.2013
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
310130000.35.132.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110718001, 18/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №36

2011 წლის 15 ივლისი

ქ. ბათუმი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, როგორც საკურორტო და ტურისტული ქალაქის ტერიტორიის გაფართოებისა და განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო იზრდება ამ ქალაქში ხალხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ქვეითად მოსიარულეთა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საჭიროა გატარდეს დამატებითი სპეციალური ღონისძიებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე  არსებულ  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ნებადართულ სიჩქარედ განისაზღვროს არა უმეტეს 40 კმ/სთ.

მუხლი 2. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო  პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს (ჯ. ბაკურიძე) დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მერიამ თავისი კომპეტენციიის ფარგლებში უზრუნველყოს დადგენილების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          გ. კირთაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2013.
როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“?
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ მიღებულია 15.07.2011. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 310130000.35.132.016063.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.12.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“, №36, 15.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 310130000.35.132.016063 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1408530/