„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობ ის
დადგენილება №42
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებ აში ცვლილებ ები სა და დამატე ბ ის შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ 2007 წლის 6 აპრილი №54 (22.798) გვ. 11-13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატება:
ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ ები”.
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფე ბ ია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;
გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
დ) დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;
ზ) ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ ებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო.“.
დ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინის ტ როს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ ების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.
ე) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ს ფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტ თან ერთად ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
გ) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა,განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;
დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ჯან მრთელობის დაცვის სახელმწიფო სტანდარტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შიდა სტანდარტების შემუშავებაში სამედიცინო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარება;
ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ი) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
კ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პერიოდული კორექტირება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებიბის წარდგენა.“.
ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადე ბასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 მუხლი:
„მუხლი 81. სოციალური დაცვის დეპარტამენტი
სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ბ) სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;
გ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება ში მონაწილეობის მიღება;
დ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ში მონაწილეობის მიღება;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადე ბასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება, გამოკვლევა, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
თ) სამედიცინო დაწესებულებებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის განხორციელება;
ი) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
კ) პაციენტსა და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.
ზ) დებულების მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
თ) დებულების მე-12 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება”;
ი) დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის (შემდგომში –დეპარტამენტი) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ი სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. დადგენილების 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წ ლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე