1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტები, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავალზე, საწარმოების მიერ გადახდილი ხელფასის ან ანაზღაურების მთლიან თანხაზე და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებულ შემოსავალზე დაწესებული გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”);
b) შვეიცარიაში:
ფედერალური, კანტონალური და კომუნალური გადასახადები
(i) შემოსავალზე (მთელი შემოსავალი, სახელფასო შემოსავალი, კაპიტალიდან მიღებული შემოსავალი, სამრეწველო ან კომერციული მოგება, კაპიტალის მატება და შემოსავლის სხვა სახეები); და
(ii) კაპიტალზე (მთელი ქონება, უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოო აქტივები, მთლიანად გადახდილი სააქციო კაპიტალი და რეზერვები და კაპიტალის სხვა სახეები)
(შემდგომში „შვეიცარიის გადასახადი”).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავს გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ
შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ · რედაქცია 15.06.2010
მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 2, №0, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1475893/muxli-2/