„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
010140010.10.003.016529
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110927022, 27/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №369

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მ უხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება„მიგ­რაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დე­ბულების დამტკი­ცების შ ე სახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის­ 13ოქტომბრის№314 დადგე­ნილებ აში (სსმ,19.10.2010 წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი დებუ­ლებ ის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიზანი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლი­ტიკის განსაზღვრისა და საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით.“.

2. მე‑2 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კომისიის ამოცანები“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინადადებების შემუშავება ემიგრაციიდან დაბრუნებული საქარ­თვე­ლოს მოქალაქეების რეინტეგრაციისა თვის;“.

3. მე‑3 მუხლში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 – ა5 ქვეპუნქტები:

„ა1) დაამყაროს ურთიერთობები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის შიგნით მონაწილეობა მიიღოს მიგრაციის საკითხებზე საერთა­შო­რისო დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში;

2) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორ­დინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიგრაციის საკით­ხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიცირებისა და იმპლემენ­ტა­ციისას;

3) სხვა ქვეყნის ორგანოებთან გააფორმოს შეთანხმებები მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენს საერთაშო­რისო ხელშეკრულებას;

4) აღმოუჩინოს დახმარება უცხო ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან მიგრაციის სა­კით­ხებზე კომუნიკაციის განხორციელებაში;

5) განიხილოს სამართლებრივი აქტის პროექტები, რომლებსაც შეუძ­ლია ზეგავლენა მოახდინოს მიგრაციის მართვის სხვადასხვა სფეროს მი­კუთვ­ნებულ საკითხებზე.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებე­ბისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანო­ბი­სათვის აუცილებელი ინფორმაცია;“.

4. მე‑4 მუხლში:

ა) მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიი ს თავმჯდომარე, რომე­ლიც:

ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგი­ნებით;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღო­ნისძ ი ებების განხორციელებას.“;

გ) მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“;

დ) მე‑5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე‑5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნ­ველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნ­ველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეეს­ტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენ­ლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინ­ფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) მიგრაციის სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომ­ზა­დე­ბას;

გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებ თან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

დ) კომისიის მიერ ინიცირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური