საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №173
2000 წლის 4 მაისი
ქ.თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-3 პუნქტში სიტყვები „თხოვნის“ და „შუამდგომლობის“ შეიცვალოს სიტყვებით „შუამდგომლობის“ და „განცხადების“.
2. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მსჯავრდებულის გადაცემისა (საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით) და გადმოყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს აწვდიან 10 დღეში“.
3. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების მიერ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების, აგრეთვე საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების გადმოყვანას და გადაცემას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“.
4. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში შეიმუშაოს ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის წესის შესახებ“.
ე. შევარდნაძე