აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. მ აღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ამ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის სტაჟიორობის კანდიდატთა შერჩევა და მიღება განხორციელდეს საჯარო კონკურსის გზით, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 29 თებერვლისა.

2. საჯარო კონკურსის გამოცხადება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდისა და მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი (ელექტრონული) საშუალებებით. საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირებას გაივლიან 2012 წლის 5 მარტიდან 5 თვის ვადით.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თითოეული კომისიის აპარატში საჯარო კონკურსის გზით შერჩეულ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს 2 სტაჟიორით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტებში – თითო სტაჟიორით.

4. ამ დადგენილების პრინციპების გათვალისწინებით, ეთხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2010 წლის 28 დეკემბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის წესში.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის

მოადგილე                                                                                  ნ. ზოსიძე

ჩაქვი,

2012 წლის 2 თებერვალი

№152-უ.ს.რ.ს.