„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №167
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 111205030, 08/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016016) დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდებ ის” მე-15 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა)მე-8 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ესკიზი - „(ნახ. 15.6.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
თვლაზე „ერთი” თვლაზე „ორი” თვლაზე „სამი” თვლაზე „ოთხი”
ნახ. 15. 6. (მდგომარეობიდან – „იარაღი ფეხთან”,
მდგომარეობაში – „იარაღი მარჯვენა მხარზე” გადასვლა)”;
ბ)მე-8 პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) თვლაზე „სამი” (თავის მოუბრუნებლად) მოსამსახურე ითავისუფლებს მარცხენა ხელს და სწევს იარაღს ისე, რომ სამიზნე ზემოთ იყოს მიმართული. შემდეგ მიიდებს იარაღს მარჯვენა მხარზე.მარჯვენა გაშლილი ხელით იარაღის კონდახს იკავებს მხრის გასწვრივ წინ გაწეულ მდგომარეობაში. მარცხენა ხელით იკავებს სალულეს,თითები გაშლილად ეწყობა იარაღზე, ხელის გულით სხეულისაკენ. მარცხენა იდაყვი უნდა იყოს დაბლა დაწეული.”;
გ)მე-8 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ესკიზი – „(ნახ. 15.7.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
თვლაზე „ერთი” თვლაზე „ორი” თვლაზე „სამი”
ნახ. 15. 7. (გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი მარჯვენა მხარზე”,
მდგომარეობაში – „იარაღი ფეხთან”)”;
დ)მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ესკიზი – „(ნახ. 15.8.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
თვლაზე „ერთი” თვლაზე „ორი” თვლაზე „სამი” თვლაზე „ოთხი”
ნახ. 15. 8. (გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი ფეხთან”,
მდგომარეობაში – „იარაღი მარცხენა მხარზე”)”;
ე) მე-9 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვლაზე „სამი”, მოსამსახურე ითავისუფლებს მარცხენა ხელს და თავის დაუხრელად, მარჯვენა ხელით მიიტანს იარაღს მარცხენა მხართან ისე, რომ იდაყვი დაბლა დარჩეს დახრილი. ამავე დროს, მარცხენა ხელის ცერს და საჩვენებელ თითს ჰკიდებს კონდახის ზედა ნაწილს. მარცხენა გაშლილი ხელით იარაღის კონდახს იკავებს მხრის გასწვრივ წინ გაწეულ მდგომარეობაში.”;
ვ)მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ესკიზი - „(ნახ. 15.9.)” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
თვლაზე „ერთი” თვლაზე „ორი” თვლაზე „სამი” თვლაზე „ოთხი”
ნახ. 15. 9. ( გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი მარცხენა მხარზე”,
მდგომარეობაში – „იარაღი ფეხთან”)”.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის უფროსი
სახელმწიფო დაცვის
გენერალ-მაიორი თ. ჯანაშია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.02.2012. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №167. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.016018.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამწყობრო წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 დეკემბრის №1395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №167, 13.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1584341/