„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის N97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2012 წლის 28 თებერვალი

 ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №97დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის26-ე მუხლის შესაბამისად,„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005წლის 13 სექტემბრის№97დადგენილები თ დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დებულებაში(გაზეთი „აჭარა“ №180 (22.442), 23.09.05, გვ. 5) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები

დაწესებულების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების ღინისძიებების შემუშავება, მოსახლეობის დასვენებისა და გაჯანსაღების მიზნით შესაბამისი პირობების შექმნა და სრულყოფა;

ბ) დამსვენებელთათვის ახალი და საინტერესო ტურების დაგეგმვა, მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) კურორტის ტერიტორიის დასუფთავების ღონისძიებათა წარმართვა, წყლის მიწოდების სისტემისა და გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) კურორტის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების შექმნა, ორგანიზება და მათი ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ე) კურორტის პერსპექტიული განვითარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი რეალიზების მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ამოცანების განხორციელება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                  ლ.ვარშალომიძე