,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №35

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, აჭარის სახელმწიფო ქალთა კამერული გუნდისა და ბათუმის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის რეორგანიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №238 (22.404), 29.12.06) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, - ადმინისტრაციულ სფეროში და შემოქმედებით დარგში. დირექტორის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

3. ცენტრის დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ სფეროში კოორდინაციას უწევს ცენტრის ადმინისტრაციულ საქმიანობას და წარმართავს სამეურნეო-ტექნიკურ მიმართულებას. ცენტრის დირექტორის მოადგილე შემოქმედებით დარგში  ხელმძღვანელობს და უშუალოდ მონაწილეობს ცენტრის შემოქმედებით საქმიანობაში.

4. ცენტრის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს მის მიერ წინასწარ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე