„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016343
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №103

2012 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული     საგადასახადო    შეღავათით     სარგებლობისა    და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის№633 ბრძანებ ის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016287)მე-3მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1.ამ  ბრძანების  ამოქმედებამდე  საგადასახადო    ორგანოებში   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებით „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“ განსაზღვრული წესით შევსებული და წარდგენილი ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.

2. 2012წლის1იანვრამდე განხორციელებულ ოპერაციებზე, რომლებზეც არ არის შევსებული და წარდგენილი შესაბამისი ფორმები, საგადასახადო აგენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №1-ს (საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვი ს წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“) 2013 წლის 1 აპრილამდე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე