. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად

1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.

2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების საფუძველზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1886 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.2