„ანოდაინ ჰოლდინგს ელ.ელ.სი.“-ს წარმომადგენლის სატენდერო შეთავაზება სს „კავკაზ ცემენტის“ აქციონერებისადმი დარჩენილი აქციების გამოსყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სატენდერო შეთავაზების განცხადება

„ანოდაინ ჰოლდინგს ელ.ელ.სი.“, აშშ- ი ს დელავერის შტატში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომლის რეგისტრირებული მისამართია: აშშ, დელავერის შტატი, 19904 დოვერი, ვოქერ როუდ 874, ოთახი C („შემთავაზებელი“), რომელმაც შეიძინა სს „კავკაზ ცემენტის“, საიდენტიფიკაციო კოდი: 205253928 („კომპანია“) 188 645 00 6 ჩვეულებრივი აქცია, რაც შეადგენს კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 87,075 59 %-ს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარით აცხადებს სატენდერო შეთავაზებას კომპანიის ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე.

კერძოდ ,  შემთავაზებელი მზადაა გამოისყიდოს კომპანიის 27 999 439 ჩვეულებრივი აქცია. ფასი, რომლითაც შემთავაზებელს სურს აღნიშნული აქციების გამოსყიდვა , შეადგენს 0.12 ლარს ყოველი ჩვეულებრივი აქციისათვის, აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ ცენტრი იბერი ი ს“ მიერ დადგენილი შეფასების შესაბამისად.

 

აქციონერების განცხადებები გაყიდვაზე თანხმობის თაობაზე წარდგენილ ი უნდა იქნ ე ს სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში 2012 წლის 20 აპრილიდან 2011 წლის 20 ივნისამდე. განცხადებები წარდგენილ ი უნდა იქნეს წერილობით ან ზეპირად, შემდგომი წერილობითი დადასტურებით, შემდეგ მისამართზე:

„ანოდაინ ჰოლ დ ი ნ გს ელ.ელ.სი.“-სადმი,

შპს „ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯიას“ მისამართზე :

საქართველო, თბილისი, 0108, რუსთაველის გამზ. 18 ,

ტელ: 2 470747; ფაქსი: 2 996615,

 საკონტაქტო პირი: ეკატერინე ალექსიძე .

 

შემთავაზებელი აცხადებს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, აქციების შესყიდვა მოხდება სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

 

შემთავაზებელი წინამდებარით ადასტურებს, რომ თუ შეიცვლება სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობა, გაკეთდება სატენდერო შეთავაზების განახლებული ვერსია და გავრცელდება ხელახლა დადგენილი წესის დაცვით.

აქციონერებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეუძლიათ გაეცნონ აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ ცენტრი იბერი ი ს“ მიერ შედგენილ დასკვნას ზემოთ მოცემულ მისამართზე.

 

ეკატერინე ალექსიძე

ანოდაინ ჰოლდინგს ელ.ელ.სი.“-ს წარმომადგენელი

2012 წლის 26 იანვრის მინდობილობის საფუძველზე