1. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება ასეთი ქმედებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1283  მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე იმ მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, –

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება −

ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლში მრგვალი ხეტყის (მორის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025