1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)
საქართველოს
1996 წლის 20 მარტის
კანონი
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
“ (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7);

ბ)
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ
“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162);

გ)
საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „ პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“
(პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25);

დ)
საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ
“ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36);

ე)
საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ
“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112).

2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.

3. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №114 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,2012 წლის
8 მაისი.

№6157-