ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2014 წლის 3 იანვარი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული: „ტექნიკური რეგლამენტი - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების  შესახებ“ და ანკეტა (დანართი №1-2)“.
მუხლი 2
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
19.03.01.14.doc.danarti.doc DOC

დანართი №1

ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნების და გამოცდის მეთოდების შესახებ

მუხლი 1. შესწავლის ჩატარება

1. ფუტკრის ახალი ჯიშის (პოპულაცია, ხაზი, კროსი) გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას ატარებს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აკრედიტირებული პირი.

2. შედეგების აღრიცხვა ერთდროულად ხდება როგორც გამოსაცდელი, ისე უკვე ცნობილი პოპულაციების (ხაზი, ხაზთაშორისი ნაჯვარი) „ნიშან-თვისებათა ცხრილის“ მიხედვით. ამასთან, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ წესებით, რაც მოცემულია განაკვეთში „განმარტებები და მეთოდები“. თუ საჭირო იქნება, როგორც გამოსაცდელი, ისე შესადარებელი ობიექტები შეიძლება შეფასდეს სხვა, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით. ნიშანთვისებათა აღწერა შეიძლება მოხდეს ბიოლოგიური (მორფოლოგიური, ბიოქიმიური) მაჩვენებლების მიხედვით, კერძოდ, მორფოლოგიური მაჩვენებლები – არანაკლებ 100 ფუტკარზე (თითოეული განაყოფიერებული დედა ფუტკრიდან – 10 მუშა ინდივიდი, 10 ერთასაკოვანი გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკარი, 20 მამალი ფუტკარი, 10 განაყოფიერებული დედა ფუტკარი, რომლებიც ამორჩეულია შემთხვევითობის პრინციპით, ხოლო ბიოქიმიური – მუშა ფუტკრის ნიმუშებში: ინვერტაზისა –გაზაფხულ-ზაფხულის თაობაში, კატალაზისა – შემოდგომის თაობაში, თუ განაკვეთში „განმარტებები და მეთოდები“ სხვა რამ არ არის მითითებული.

მუხლი 2. ნიშან-თვისებები და აღნიშვნები

1. ნიშან-თვისებები, რომლებიც აღნიშნულია *-ით, აუცილებლად უნდა ჩაირთოს სელექციური მიღწევის აღწერაში, + ნიშნით აღნიშნულ ნიშან-თვისებების მეთოდიკაში თან ახლავს განმარტებები და სურათები.

2. ცხრილში მოცემულია შემოკლებები: ვშ–ვიზუალური შეფასება, გ–გაზომვის მეთოდიკა.

3. პოპულაცია და ხაზი აღიარებულია ერთგვაროვნად და სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით არატიპური ინდივიდების რაოდენობა გამოსაცდელ სულადობაში 10%-ს არ აღემატება, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით, თუ გამოსაცდელი სულადობის ცვალებადობის კოეფიციენტი არ აღემატება შესადარებლისას 1,6-ჯერ უფრო მეტად.

4. ქართული ფუტკრის ნიშან-თვისებათა ცხრილი:

|№ |ნიშან-თვისება |აღრიცხვის |გამოსახულების |ინდექსი |

| | |წესი |ხარისხი | |

|1 |2 |3 |4 |5 |

|1. |დედა ფუტკარი: | გ |დაბალი, | 3 |

|(*) |მაქსიმალური კვერცხმდებლობა დღე-ღამეში | |საშუალო |5 |

|(+) |დედა,ფუტკარი: | |მაღალი |7 |

|2. |გაუნაყოფიერებელი, | |დაბალი, |3 |

|(*) |მასა,მგ | |საშუალო |5 |

|(+) |დედა ფუტკარი: |გ |მაღალი |7 |

|3. |განაყოფიერებული, | |დაბალი, | |

|(*) |მასა,მგ | |საშუალო |3 |

|(+) | |გ |მაღალი |5 |

|4. |მუშა ფუტკარი: | |მოკლე |7 |

|(*) |ხორთუმის სიგრძე,მმ | |საშუალო |3 |

|(+) | |გ |გრძელი |5 |

|5. |მუშა ფუტკარი: | |ყვითელი |7 |

|(*) |შეფერილობა | |მცირე სიყვითლე |1 |

|(+) | |ვშ |რუხი |2 |

|6. |მუშა ფუტკარი: | |მოკლე |3 |

|(*) |წინა ფრთის სიგრძე,მმ |გ |საშუალო |3 |

|(+) | |გ |გრძელი |5 |

|7. |მუშა ფუტკარი: | |საშუალო |7 |

|(*) |საცვილე სარკის სიგანე | |განიერი |3 |

|(+) | |გ | |5 |

|8. |მუშა ფუტკარი: | |მოკლე | |

|(*) |III სტერნიტის სიგრძე | |საშუალო |1 |

|(+) | |გ |გრძელი |2 |

|9. |მუშა ფუტკარი: უკანა | |დაბალი |3 |

|(*) |ნაწლავის კატალაზას | |საშუალო |1 |

|(+) |აქტივობა |გ |მაღალი |2 |

|10. |მუშა ფუტკარი: ხახის | |დაბალი |3 |

| |ჯირკვლის ინვერტაზას | |საშუალო |3 |

| |აქტივობა |გ |მაღალი |5 |

|11. |მუშა ფუტკარი:წყვილ | | |7 |

| |ორგანოთა(წინა ფრთის, | | | |

| |კუბიტალური უჯრედის | | | |

| |და უკანა ფეხის თათის | |სუსტი |3 |

| |I ნაწევრის სიგრძეები და უკანა ფრთის კაუჭთა | |საშუალო |5 |

| |რაოდენობა) | |ძლიერი |7 |

| |ასიმეტრია |ვშ | |1 |

|12. |ფუტკრის ოჯახი: | |მშვიდი |2 |

|(*) |ქცევა | |Mმოუსვენარი |3 |

|(+) | | |აგრესიული | |

| | | | | |

მუხლი 3. განმარტებები და მეთოდები

1. მუშა ფუტკარსა და გაუნაყოფიერებელ დედას, რომლებიც იჩეკებიან, ცალ-ცალკე, ოჯახებიდან იყვანენ და აბრუებენ გოგირდოვანი ეთერით, შემდეგ წონიან ტორზიულ სასწორზე. მუშა ფუტკარზე ამოწმებენ შეფერილობას, შემდეგ აკონსერვებენ ეთილის სპირტის 70°-იანი ხსნარით, წინასწარ ჩადებენ დოლბანდის ტომსიკაში ცალ-ცალკე ნიმუშის მიხედვით, ტომსიკაშივე დებენ უბრალო ფანქრით ქაღალდზე დაწერილ ნომერს. ნიმუშებს ინახავენ მჭიდროდ თავდახუფულ მინის ქილაში. დაკონსერვებულ ნიმუშებს აანალიზებენ პრეპარირების შემდეგ ვ. ალპატოვის (1948) მეთოდით, წყვილ ექსტერიერულ ორგანოებს ზომავენ МБС (ბიოლოგიური სტერეოსკოპული მიკროსკოპი) მიკროსკოპში ოკულარის მიკრომეტრის ერთეულებით, რასაც შემდეგ მმ-ებში გაიანგარიშებენ.

2. მუშა ფუტკრის ორგანოებში არსებული ფერმენტების აქტივობას განსაზღვრავენ სპეციფიკურ სუბტრატებზე მათი ზემოქმედების მიხედვით, რაც გამოიხატება სუბტრატებისაგან დაშლის პროდუქტების წარმოქმნაში:

ა) ფუტკრის თავში არსებული ხახის ჯირკვლების გამონაწვლილით (ფერმენტი ინვერტაზა) საქაროზას 50%-იან ხსნარზე (პირობები: ერთი საათი, ტემპერატურა +36°C), რაოდენობა ხსნარში განისაზღვრება ბერტრანის მეთოდით, ამ ანალიზით დგინდება ხახის ჯირკვლების ინვერტაზას აქტივობა და ეს პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფუტკრის სათაფლე პროდუქტიულობასთან;

ბ) ფუტკრის უკანა ნაწლავის კედელში ფუნქციონირებადი ფერმენტ კატალაზას აქტივობა განისაზღვრება ნაწლავის გამონაწვლილით წყალბადის ზეჟანგზე ზემოქმედებით, რის შედეგადაც ზეჟანგი იშლება წყლის და ჟანგბადის გამოყოფით. გამოყოფილი ჟანგბადის მოცულობით საზღვრავენ კატალაზას აქტივობას. ეს მაჩვენებელი უკუპროპორციულ, ძალზე მჭიდრო კავშირშია ფუტკრის მიერ ზამთრობის პერიოდში დახარჯულ საკვებთან.

3. დედა ფუტკრის მაქსიმალური კვერცხმდებლობა ისაზღვრება აქტიური სეზონის დასაწყისში, მთავარი ღალის დადგომამდე ან ოჯახის მაქსიმალური განვითარების სხვა პერიოდში, ჭუპრობის სტადიაში მყოფი ბარტყის ფართობის გაზომვით, ბუდის ჩარჩოზე მონიშნული 25 სმ2 (5 x 5 სმ-იანი) კვადრატებით. მიღებული მაჩვენებელი მრავლდება 100-ზე (უჯრედების რაოდენობა 1 კვადრატში) და იყოფა 12-ზე (დღეთა რაოდენობა ჭუპრობის სტადიაში).

4. დედა ფუტკრის მაქსიმალური კვერცხმდებლობის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი (ცალი დღე-ღამეში):

ინდექსი

ა) დაბალი 1200–ზე ნაკლები 3

ბ) საშუალო 1201–1400 5

გ) მაღალი 1401-ზე მეტი 7

5. დედა და მუშა ფუტკრის მასას ადგენენ ტორზიულ სასწორზე 0,5 მგ-ის სიზუსტით.

6. განაყოფიერებული დედა და მუშა ფუტკრების მასის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი, მგ:

| |დედა |მუშა |ინდექსი |

| |ფუტკარი |ფუტკარი | |

|ა) დაბალი |200-ზე ნაკლები |90-ზე ნაკლები |3 |

|ბ) საშუალო |200-210 |90-95 |5 |

|გ) მაღალი |211 და მეტი |96 და მეტი |7 |

7. მუშა ფუტკრის ხორთუმის სიგრძე განისაზღვრება ენის დაბოლოებიდან ნიკაპის ფუძემდე 0,1 მმ-ის სიზუსტით.

8. მუშა ფუტკრის ხორთუმის სიგრძის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი, მმ:

ინდექსი

ა) მოკლე 6,7-ზე ნაკლები 3

ბ) საშუალო 6,71–7,05 5

გ) გრძელი 7,06 და მეტი 7

9. მუშა ფუტკრის შეფერილობა განისაზღვრება ვიზუალურად. სიყვითლე შეიძლება აღინიშნოს მუცლის დორზალურ ნაწილზე, თერგიტების სხვადასხვა რაოდენობაზე.

10. მუშა ფუტკარის წინა ფრთის სიგრძე განისაზღვრება მანძილით მკერდზე მისი მიმაგრების ადგილიდან ძარღვების დასაწყისიდან, როგორც სქემაზეა ნაჩვენები, მის დაბოლოებამდე.

11. წინა ფრთის სიგრძის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი, მმ:

ინდექსი

ა) დაბალი 9,4-ზე მოკლე 3

ბ) საშუალო 9,41–9,60 5

გ) გრძელი 9.61 და მეტი 7

12. მუშა ფუტკრის საცვილე სარკის სიგანე განისაზღვრება (მმ) – მუცლის I სტერნიტზე (წარმოდგენილია სქემაზე):

13. საცვილე სარკის სიგანის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლით არის წარმოდგენილი, მმ:

ინდექსი

ა) ვიწრო 2,46-ზე ნაკლები 1

ბ) საშუალო 2,46-2,49 3

გ) განიერი 2,5 და მეტი 5

14. მუშა ფუტკრის III სტერნიტის სიგრძე (მმ) იზომება სქემაზე წარმოდგენილი ისრის მიხედვით.

15. III სტერნიტის სიგრძის გამოხატვის ხარისხი შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი (მმ):

ინდექსი

ა) მოკლე 2,61-ზე მოკლე 1

ბ) საშუალო 2,62-2.70 2

გ) გრძელი 2,71 და მეტი 3

16. მუშა ფუტკრის უკანა ნაწლავის კატალაზას აქტივობა განისაზღვრება უკანა (მსხვილი) ნაწლავის კედლის წყლიანი გამონაწვლილით წყალბადის ზეჟანგზე ზემოქმედების შედეგად გამოყოფილი ჟანგბადის მოცულობის განსაზღვრით, რეაქციის დაწყებიდან 5 წუთის განმავლობაში.

17. უკანა ნაწლავის კატალაზას აქტივობის ხარისხი გამოსახულია შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით, მლ 02 10 ფუტკარზე:

ინდექსი

ა) დაბალი 4-ზე ნაკლები 1

ბ) საშუალო 5-7 2

გ) მაღალი 7-ზე მეტი 3

18. მუშა ფუტკრის ხახის ჯირკვლის ინვერტაზას აქტივობა დგინდება ჯირკვლის ჰომოგენიზატიდან გამოყოფილი ექსტრაქტის ზემოქმედებით საქაროზის 50%-იან ხსნარზე (t=360C, ხანგრძლივობა-1 სთ) და სარეაქციო არეში ბერტრანის მეთოდით აღმდგენელი შაქრების განსაზღვრით.

19. ხახის ჯირკვლის ინვერტაზას აქტივობის ხარისხი გამოსახულია შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით, მგ გლუკოზა 1 ფუტკარზე:

ინდექსი

ა) დაბალი 40-ზე ნაკლები 3

ბ) საშუალო 41–60 5

გ) მაღალი 61 და მეტი 7

20. მუშა ფუტკრის წყვილ ორგანოთა ასიმეტრიის ხარისხი დგინდება წყვილი ორგანოების (წინა ფრთის კუბიტალური უჯრედი და უკანა ფეხის თათის პირველი ნაწევარი) სიგრძეებისა და უკანა ფრთის კაუჭების რაოდენობის ურთიერთშედარებით. დაკვირვების ობიექტების საერთო რაოდენობიდან გამოითვლება ასიმეტრიულობის მქონე ინდივიდთა რაოდენობა პროცენტულად.

21. კუბიტალური უჯრედი, უკანა ფეხის თათის პირველი ნაწევარი, უკანა ფრთის კაუჭები

წინა ფრთაზე კუბიტალური უჯრედისა და უკანა ფეხის თათის პირველი ნაწევრის სიგრძეთა და უკანა ფრთის კაუჭთა რაოდენობის ასიმეტრიის ხარისხი წარმოდგენილია შემდეგი საშუალო მაჩვენებლებით:

% ინდექსი

ა) სუსტი 30-ზე ნაკლები 3

ბ) საშუალო 31-50 5

გ) ძლიერი 51 და მეტი 7

22. ფუტკრის ოჯახის ქცევა განისაზღვრება დილით ან უამინდობისას, როგორც ფუტკრის ინსტიქტი სკის გახსნაზე, მკვეთრ მოძრაობაზე:

ინდექსი

ა) მშვიდი გამოცოცდებიან, მაგრამ არ ფრენენ 1

ბ) მოუსვენარი გამოცოცდებიან, თავს არ ესხმიან 2

გ) აგრესიული მასობრივად გამოდიან და თავს ესხმიან 3

|№ | |კატეგორია |ნიშან-თვისებათა ნომრები მეთოდიკაში აღწერილის ნუმერაციათა მიხედვით |

| |დასახელება | | |

| | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 | |1. |მთის რუხი ქართული |ჯიში |7 |3 | | |3 | |2 | | | | |1 | |2. |მეგრული |პოპულაცია | |5 |5 |7 |3 |7 | |3 |2 |5 |3 |1 | |3. |გურული |---------- | | | |7 |3 |7 | |3 | | | | | |4. |ქართლური |---------- | |5 |5 |5 |3 |5 | |2 |2 |5 |3 |1 | |მუხლი 4. მეთაფლე ფუტკრის მთის რუხი ქართული ჯიშისა და ცალკეული პოპულაციების აღწერა

დანართი: 2

ა ნ კ ე ტ ა

1. სახეობა მეთაფლე ფუტკარი APIS MELLIFERA L.

(ქართული დასახელება) (ლათინური დასახელება)

2. განმცხადებელი---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(გვარი და მისამართი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------------------------------------------------------------------------------–––––––

3. კატეგორია--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჯიში [ ], ტიპი [ ], კროსი [ ], ხაზი [ ]

4. შემოთავაზებული დასახელება--------------------------------------------------------------------------

5. სასელექციო ნომერი----------------------------------------------------------------------------------------------

6. მონაცემები წარმოშობაზე, მოვლა-შენახვისა და გამრავლების თავისებურებანი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------------------------------------------------------------------------------–––––

7. ჯიშის (პოპულაცია, ხაზი, კროსი) ნიშან-თვისებები (ფრჩხილებში ჩასმული ნომრები შეესაბამება ცხრილში მოცემული ნიშან-თვისებების ნომრებს). კვადრატულ ფრჩხილებში მიუთითეთ ნიშან-თვისებების გამოხატვის ხარისხი.

8. მსგავსი ჯიში (პოპულაცია, ხაზი, კროსი) და განსხვავებები ამ ჯიშისაგან, მსგავსი ჯიშის დასახელება ნიშან-თვისებები, რითაც გაცხადებული ჯიში განსხვავდება მსგავსისაგან

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. დამატებითი ინფორმაცია

1. კვების პირობების, მოვლა-შენახვისა და გამოყენების განსაკუთრებული მოთხოვნები------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. განსხვავებულობის, ერთგვაროვნობისა და სტაბილურობის დადგენის განსაკუთრებული პირობები----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10. საჭიროა თუ არა ჯიშის (პოპულაცია, ხაზი, კროსი) გამოყენებაზე წინასწარი ნებართვა, თანახმად კანონმდებლობისა, გარემოს დაცვის, ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის დაცვისა და „გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების“ შესახებ

დიახ [ ] არა [ ]

მიღებულია თუ არა ასეთი ნებართვა

დიახ [ ] არა [ ]

თუ მიღებულია, მისი ასლი დაურთეთ განაცხადს.

„-----------“------------------------

ხელმოწერა-----------------------------