1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს იგი, თუ მას გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული.
3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა.
5. მომხმარებელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების შესაბამისად. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა.
6. თუ მომსახურება გაწეულია ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის საკომისიოს შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.09.2022 კანონი №1800
- 10.03.2017 კანონი №446
- 03.09.2015 კანონი №4199
წინა რედაქცია (12.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საგადახდო დავალების გაუქმებისა და გამოთხოვის დაუშვებლობა 1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გააუქმოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გააუქმოითხოვოს იგი, თუკი ე მას გადავხდის ოპერალციის ინიციირებაზე გადახდის ინიციირემულბია გადას მომსახდურელბის პროვაიდერისთვის ან გადამხდელს მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს მიგაცემული. 3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს გსამდებეტო თხოვპერაციისთვის შესთაძლნხმებეული დღის წინა საქმუშართველო დღის ერბოვლომდე. აღნიშნული უფლებანკის გამიოუყენებლობა არ ართმევს გადამხდგენილი წეს გადახდის შოპერაციის თაბნხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებადს. 4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არაუგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა. 5. მომხმარებელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის (გარემოების დადგომის) შემდეგ, ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დშესაცვბამითსად. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისათვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა. 6. თუ მომსახურება გაწეულია ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში, ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის საკომისიოს შესახებ.