საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№196/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.016462
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №196/ნ

2012 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილების პირველი მუხლის 71 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გამოეყოთ საჯარო სკოლებს დამატებით ყოველთვიური დაფინანსება:

ა) 75 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ 51 მუხლის საფუძველზე იღებს დანამატს;

ბ) 125 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

გ) თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის  ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს – მოყვანილი ფორმულის მიხედვით: X = 1000 ლარს ‑ (A+B+C), სადაც:

X – საჯარო სკოლებისათვის დამატებით გამოსაყოფი თანხაა;

A – ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;

B – ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;

C – „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ (გარდა 51 მუხლისა) შესაბამისად განსაზღვრული პედაგოგის შრომის ანაზღაურებაა;

დ) 75 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტულ ი ნაწილ ი და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ 52 მუხლის საფუძველზე იღებს დანამატს.” .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ . დეკანოიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 27.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №196/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430110000.22.022.016462.
სად არის „საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლებისათვის თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით ყოველთვიური დაფინანსების გამოყოფის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №196/ნ, 27.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.016462 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1749466/