სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2012
ძალის დაკარგვა 18.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.017086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (37)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე 02.10.2012
გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 02.10.2012
საქართველოს შრომის კოდექსი 02.10.2012
საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ 02.10.2012
ნორმატიული აქტების შესახებ 02.10.2012
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი 02.10.2012
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 02.10.2012
საქართველოს კონსტიტუცია 02.10.2012
საჯარო სამსახურის შესახებ 02.10.2012
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ 02.10.2012
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 02.10.2012
სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ 02.10.2012
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 02.10.2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №412
2012 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის
ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების“ მე-9 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის
ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თავი I. ზოგადი მოთხოვნები
მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა, მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
ე) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულება.
თავი II. ადმინისტრაციული სამსახური
მუხლი 2🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს
ადმინისტრაციული სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულება;
დ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულება;
ე) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილება;
ვ) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილება.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ადმინისტრაციული სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი
ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თავი III. ადგილობრივი თვითმმართველობისა
და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
მუხლი 7🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.
მუხლი 8🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 9🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 10🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 11🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑7 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თავი IV. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მუხლი 12🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“;
გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 14🔗. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 15🔗. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 16🔗. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑12 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თავი V. რეგიონალური განვითარების სამსახური
მუხლი 17🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ რეგიონალური განვითარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს
რეგიონალური განვითარების სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ვ) „საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება;
ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება;
თ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 განკარგულება.
მუხლი 18🔗. რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი
რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑17 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 19🔗. რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑17 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 20🔗. რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑17 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თავი VI. საფინანსო-სამეურნეო სამსახური
მუხლი 21🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ საფინანსო-სამეურნეო სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს
საფინანსო‑სამეურნეო სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“;
დ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
ე) „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №639 ბრძანება;
ვ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ზ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.
მუხლი 22🔗. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი
საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 23🔗. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მთავარი ბუღალტერი
საფინანსო-სამეურნეო სამსახურის მთავარ ბუღალტერს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 24🔗. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი სპეციალისტი
საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თავი VII. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მუხლი 25🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, მთავარ სპეციალისტს და უფროს სპეციალისტს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“;
ბ) „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულება;
გ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №68 დადგენილება;
დ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება;
ე) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, მთავარ სპეციალისტს და უფროს სპეციალისტს მოეთხოვებათ:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თავი VIII. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური
მუხლი 26🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვებათ სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“;
ბ) „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანება;
გ) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება.
მუხლი 27🔗. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 28🔗. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 29🔗. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26‑ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:
ა) საშუალო განათლება;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო