„2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №417 |
|
2012 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
(www.matsne.gov.ge, 20/09/2012, 190020060.10.003.017073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გაიცემა 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი განაწილებით:
ა) სრული დაფინანსებისათვის (100 პროცენტი) – 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (70 პროცენტი) – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობით დაფინანსებისათვის (50 პროცენტი) – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
დ) ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (30 პროცენტი) – 64 000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარი;
ე) 2012-2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის – 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი კატეგორიის სტუდენტებისათვის:
ე.ა) სტუდენტები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.ბ) სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.გ) სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი (უდედმამო) – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.დ) სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი;
ე.ე) სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე.ვ) სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში, რაც დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თუ აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით გამოყოფილი თანხის ოდენობა აღემატება კონკრეტული კატეგორიის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას, დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით, საჭიროების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 პუნქტები:
„131. თუ აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით გამოყოფილი თანხის ოდენობა აღემატება კონკრეტული კატეგორიის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას, დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ კატეგორიებიდან ერთ-ერთს, რომელშიც არიან რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე სტუდენტები, რომელთა დასაფინანსებლადაც არ აღმოჩნდა საკმარისი ამ კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.
132. ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კატეგორიისათვის დარჩენილი თანხის დამატების შემდეგ არსებული თანხის ოდენობა არ არის საკმარისი რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე სტუდენტების სრული დაფინანსებისათვის, თანხა გაიყოფა თანაბრად რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე სტუდენტებზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №417. სარეგისტრაციო კოდი — 190020060.10.003.017093.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №417, 05.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017093 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1752571/